შოკოლადის ტორტი არაჟნის კრემით
19 / 4.11
ინგრედიენტები:
კარაქი 100 გ
თაფლი 3 ს.კ
კვერცხი 5
სოდა 2 ჩ.კ
ფქვილი 6 ჭიქა
კაკაო 2 ს.კ
შაქარი 2 ჭიქა
კრემი:
არაჟანი 600 გ
შაქარი 150 გ
ნიგოზი 1/2 ჭიქა
მინანქრისთვის:
შესქელებული რძე 1 ქილა
კაკაო 1.5 ს.კ
ტაბულა
აკრაქი გავადნოთ თაფლთან ერთად ორთქლის აბაზანაზე. დავამატოთ სოდა, კვერცხი, შაქარი, კაკაო. შემდეგ ჩავამატოთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ და თან გამუდმებით ვურიოთ. მიღებული ცომი გავყოთ 6-8 ნაწილად, იმის მიხედვით, რამხელა ფირფიტებს გამოვაცხობთ.
როცა ცომი გაცივდება, გავაბრტყელოთ 5 მმ-ზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
მოვამზადოთ კრემი: ავთქვიფოთ შაქარი და არაჟანი. . გავაციოთ მაცივარში, თან ცოტა შესქელდება. შემდეგ წავუსვათ ფირფიტებს, თან ჩავაყოლოთ ფენებს შუა წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ზემოდან მოვასხათ მინანქარი: შესქელებულ რძეს შევურიოთ კაკაო ან გამდნარი შოკოლადი.
Wordt vertaald, even geduld aub..
