მერაბ ჟორდანია: არნემში დავბრუნდები და ყველას ვანახებ, როგორია კაშიას სკამზე დასმა
ბოლო დროს არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ ძირითადში ადგილი დაკარგა. ამ თემას საკუთარ "ტვიტერზე" გამოეხმაურა მერაბ ჟორდანია, რომელიც "ვიტესის" მფლობელი იყო, როცა 2010 წლის ზაფხულში ქართველი მცველი ჰოლანდიურ კლუბში გადავიდა.
"მე მალე არნემში დავბრუნდები და ყველას ვანახებ, როგორია გურამ კაშიას სკამზე დასმა".
quotenet.nl-მა ჟორდანიას ეს ფრაზა დღის ფრაზებში შეიყვანა - "ვიტესიდან" გაშვებულმა ყოფილმა მფლობელმა "არნოლდ შვარცენეგერი გააკეთა", - წერს საიტი.
"ტვიტერზე" მერაბ ჟორდანია არ მალავს "ვიტესის" ახალი ხელმძღვანელობით უკმაყოფილებას:
"მსურს, მხოლოდ "ვიტესის" ნამდვილ გულშემატკივრებს ვკითხო: როდემდე უნდა უყუროთ ამას", "ვიტესის" წინააღმდეგ კრიმინალი ჩადენილია, კლუბის ყველა ნამდვილი ფანი დამწუხრებულია", "გუნდი რეინის RKC-ად იქცა - ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, თითი კი არა, თავი აქვს მოსაჭრელი და არამარტო ჰოლანდიაში", - ეს ჟორდანიას ციტატებია.
გეტყვით, რომ RKC "ვაალვაიკია", რომელიც ახლა პირველ დივიზიონშია გავარდნილი.
ამასობაში "ვიტესი" აგრძელებს მომდევნო ტურისთვის მზადებას. გუნდი ორად გაიყო და ერთმანეთში ითამაშა. საშინაო ფორმაში ჩაცმულმა გუნდმა აჯობა "სტუმრებს", რომლის რიგებშიც იყვნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი - 5:1.
Wordt vertaald, even geduld aub..
